ტოპ 10 კორეული დორამა სტუდენტური ცხოვრების შესახებ
ტოპ 10 კორეული დორამა სტუდენტური ცხოვრების შესახებ
დაახლოებით 8-9 წლის განმავლობაში, მოვასწარი უკვე 200ზე მეტი კორეული დორამის ნახვა და გადავწყვიტე დღეიდან პერიოდულად გაგიზიაროთ ჩემი ტოპ დორამები, სხვადასხვა თემატიკის მიხედვით. დღეს განვიხილავთ დორამებს სტუდენტური ცხოვრების შესახებ. კორეელებს ყველა თემატიკაზე აქვთ საინტერესო დორამები, მაგრამ ეს თამტიკა ერთ-ერთი განსაკუთრებულია რაშიც ალბათ დამეთანხმებით თუ გაქვთ ამ სიაში მოხვედრილი დორამები ნანახი. 1. Age of Youth 5 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გოგო ცხოვრობს ერთ სახლში, თუმცა მათი თქმით ისინი 6ნი არიან. მეექვსე არის მოჩვენება, რომელსაც თითოეული მათგანი თავისებურად აღიქვამს. დორამა აღწერს ამ გოგოების სტუდენტურ ცხოვრებას, თავიდან მათ მეგობრებს ვერ ვუწოდებთ, ერთმანეთთან ურთიერთობა უწევთ მხოლოდ იმიტომ რომ ერთ სახლში ცხოვრობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მეგობრდებიან და ერთმანეთსაც ეხმარებიან თავიანთი ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში. თავიდან, რო გამოვიდა ეს დორამა, ვფიქრობდი რომ არ იყო საჩემო და ვერ დამაინტერესებდა, მაგრამ მეგობრის რჩევით მაინც ვუყურე და მისი მადლიერი ვარ. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. დორამაში უხვადაა როგორც სასაცილო, ასევე დრამატული მომენტები. ისე ჩაგითრევთ, რომ ერთი ამოსუნთქვით უყურებთ ყველას სერიას. 2. Age of Youth 2 ზემოთხსენებული დორამის მეორე სეზონი. გრძელდება გოგოების ამბავი, მცირედი ცვლილებებით. პირველი ცვლილება რაც არ მომეწონა ეს არის კან ი ნას (რომელსაც ასრულებს Ryu Hwa Young) წასვლა პირველი სერიის შემდეგ, რადგან სხვა ქალაქში მიდის სამუშაოდ. მეორე ცვლილება იუ ინ ჯეს როლის შემსრულებელი მსახიობის შეცვლა (პირველ სეზონში ასრულებდა Park Hye Soo, მეორეში ჩაანაცვლა Ji Woo-მ), რომელიც არა მარტო მე არამედ მგონი არავის მოეწონა. კან ი ნას ოთახში საცხოვრებლად კი გადმოდის ჯო ინი ( Choi Ah Ra ), რომელიც შემთხვევით არ მოსულა ამ სახლში, არამედ სურს საიდუმლოს გარკვევა, რომელიც ამ სახლში მცხოვრები გოგოებიდან ერთ-ერთთანაა დაკავშირებული. არაფრით ჩამოუვარდება პირველ სეზონს, თუ არ ჩავთვლით იმ ორ ცვლილებას რაც ვახსენე. განსაკუთებით მაგარია პირველი სერია, რომელსაც შემიძლია ცალკეც ვუყურო, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად ცალკე თავგადასავალია, თან ძალიან სასაცილო. 3. Weightlifting Fairy Kim Bok Joo ეს დორამა მოგვითხრობს სპორტული უნივერსიტეტის სტუდენტების ცხოვრებაზე, მეგობრობაზე, ოცნებებზე, სირთულეებზე და სიყვარულზე. დორამის მთავარი გმირის პროტოტიპი ოლიმპიადის ოქროს პრიზიორი სამხრეთ კორეელი ძალოსანი ჯან მი რანია( Jang Mi Ran ). დორამა ძალიან კარგი სამსახიობო გუნდითაა დაკომპლექტებული, ასევე აქვს კარგი საუნდტრეკები. ჩემი აზრით ი სონ კიონის ( Lee Sung Kyung ) საუკეთესო როლია ბოკ ჯუ, ფაქტიურად ყველა კადრი მისი მონაწილეობით ძალიან სასაცილოა, თუმცა ჩემი ფავორიტი პერსონაჟი მაინც ბოკ ჯუს მამაა, რომელსაც ან კილ კანი ( Ahn Kil Kang ) ასრულებს. თუ ეძებთ სახალისო ახალგაზრდულ დორამას გირჩევთ გვერდი არ აუაროთ მას და უყუროთ. 4. My ID is Gangnam Beauty ამ დორამას სულ ახლახან ვუყურე. თავიდან რამდენჯერმე ავუარე გვერდი, რადგან არ ვამყარებდი იმედებს პოსტერიდან და მოკლე აღწერიდან გამომდინარე რაც ინტერნეტში წავიკითხე, თუმცა მაინც გადავწყვიტე მეურებინა კარგი რეიტინგის ქონის გამო და არ ვინანე. მთავარ გმირს კან მირ რეს, რომელსაც ასრულებს იმ სუ ჰიანი ( Im Soo Hyang ), სკოლაში სწავლის განმავლობაში მისი გარეგნობის გამო მუდამ დასცინოდნენ და გარიყული ყავდათ, რის გამოც ის გადაწყვეტს უნივერსიტეტში წასვლამდე გაიკეთოს პლასტიკური ოპერაცია და კარდინალურად შეიცვალოს გარეგნობა, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლის პირველივე დღიდან მოიპოვოს პოპულარობა, თუმცა ეს ახალ სირთულეებს წარმოქმნის მის წინაშე, რომელთან გამკლავებაც მას მოუწევს. არანაკლებ საინტერესოა ასევე მისი მეგობრების ცხოვრებაც, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის სირთულეებთან უწევთ გამკლავება.დორამაში კარგადაა ნაჩვენები რა სირთულეების გადატანა უწევთ სტუდენტებს, განსაკუთრებით გოგოებს, რომლებსაც უწევთ როგორც სქესობრივი დისკრიმინაციის ატანა, ასევე ასაკობრივის (სონბე-ხუბე დამოკიდებულება) უფროს კურსელებისგან, რაზე უწევთ მას წასვლა რომ ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში და რა სირთულეებს აწყდებიან. 5. Bring It On, Ghost აქ სტუდენტური ცხოვრება უფრო მეორე ხარისხოვანია, მაგრამ მაინც საკმარისი დოზითაა ამიტომ არის ეს დორამა ამ სიაში. მთავარი ყურადღება კი ექცევა სულების განდევნას, რომლითაც დაკავებულია ბონ პალი ( Ok Taec Yeon ). ეს მისი მთავარი გასართობი და შემოსავლის წყაროა. ერთ-ერთი შეკვეთის შესრულების დროს ის გაიცნობს მოჩვენებას ჰიონ ჯის ( Kim So Hyun ), რომელიც მას გვერდიდან არ შორდება. იმ იმედით რომ ის დაეხმარება მას თავიდან აირიდოს ბოროტ სულად ქცევა. ნელ-ნელა კი საინტერესო ამბები ირკვევა ჰიონ ჯის შესახებ. ისეთი დორამაა რომლის მეორე ან თუნდაც მესამედ ყურებაც არ დამეზარება. ძალიან ბევრი სახალისო მომენტით, კარგი სიუჯეტით და კარგი მსახიობებით დაკომპლექტებული. კიმ სო ჰიონი იდეალურად მოერგო თავის როლს. 6. Heartstrings დორამა მუსიკალური უნივერსიტეტის სტუდენტების შესახებ. ლი შინი ( Jung Yong Hwa ) ბენდი "The Stupid"-ის ვოკალისტია, რომელსაც მოსწონს ცეკვის ლექტორი. ი კიუ უონი ( Park Shin Hye )კი კორეულ ტრადიციულ ინსტრუმენტ გაიაგიმზე დაკვრას სწავლობს. ის გაიაგიმის ცნობილი სპეციალისტის შვილიშვილია და ბაბუამისის ოცნებაა, მისი შვილიშვილი გაიაგიმზე დაკვრის თანამედროვეობის საუკეთოს სპეციალისტად აქციოს, კიუ უონი კი მაქსიმალურად ცდილობს ბაბუას იმედები არ გაუცრუოს. ეს ორი ახალგაზრდა ორი სრულიად განსხვავებული მუსიკის ჯანრის მიმდევრებია არიან და ერთხელაც გადაწყვეტენ მოაწყონ მუსიკალური დუელი რომ გააკრვიონ რომელია საუკეთესო, დამარცხებულს კი მოუწევს რაღაც პერიოდის განმავლობაში გამარჯვებულის სურვილების შესრულება. ეს დორამა მეექვსე ადგილზე, მხოლოდ იმიტომაა რომ სხვა დრამებიც არანაკლებ კარგებია. 7. Sungkyunkwan Scandal გადავინაცვლოთ ჩოსონის დინასტიის ერაში, სადაც უნივერსისტეტში სწავლა მხოლოდ მაღალჩინოსნების შვილებს შეეძლოთ. მთავარი გმირი არის იუნ ჰი ( Park Min Young ), რომელიც მისი ავადმყოფი ძმის დასახმარებლად, ბიჭად გამოწყობილი, ეხმარება მაღალჩინოსნების შვილებს ჩააბარონ მისაღები გამოცდები სონგიუნგვანის უნივერსიტეტში, თუმცა მოვლენები ისე ვითარდება რომ თვითონაც ჩაირიცხება უნივერსიტეტში და უწევს ბიჭების გარემოცვაში ცხოვრება. 8. Cheese in the Trap ჰონ სოლი ( Kim Go Eun) ერთი ჩვეულებრივი არაფრით დასამახსოვრებელი სტუდენტი გოგოა. იუ ჩონი ( Park Hae Jin ) კი მდიდარი, პოპულარული, სიმპათიური და ჭკვიანი. მისი ღიმილი და მეგობრული ურთიერთობა, სხვა მეტი არაფერია თუ არა თვალთმქაცობა და მხოლოდ ჰონ სოლი ამჩნევს მის რეალურ ბუნებას, რაც იუ ჩონსაც არ გამოეპარა თვალთახედვიდან, რის გამოც ის მისით ინტერესდება. ი სონ კიონი ( Lee Sung Kyung ) ამ დორამაში შევამჩნიე პირველად. ისეთი კაშკაშა როლი ქონდა, რომ ძნელი იყო არ შეგემჩნია. მთლიანობაში კარგი დორამა გამოვიდა, მაგრამ არა ისეთი რომ ფავორიტებში მოხვდეს. 9. Go Back Couple ამ დორამის მთავარი გმირები ჯინ ჯუ ( Jang Na Ra ) და ბან დო ( Son Ho Jun ) ადრეულ ასაკში დაოჯახდნენ და წლებია ურთიერთობაში არიან, მაგრამ ზღაპრებისგან განსხვავებით, ბედნიერად ცხოვრების ნაცვლად, მთელ დღეებს ჩხუბსა და კამათში ატარებენ. ერთ მშვენიერ დღეს ისინი იღვიძებენ და აცნობიერებენ რომ დრო უკან დაბრუნდა და 38 წლის კი არა 20 წლისები არიან. ისინი არც ცოლ-ქმარი არიან და არც შვილები ყავთ. ორივე თვლის რომ ეს მათი შანსია რათა ერთმანეთისგან განთავისუფლდნენ და ხელახლა იგრძნონ სტუდენტური ცხოვრების ხიბლი. რამდენად გამოუვათ ეს მათ უკვე თვითონ ნახეთ თუ გადაწყვეტთ ყურებას. ცუდი დორამა არ იყო, აშკარად ღირს ყურება, MDL-ზე 8.8 აქვს 6000-ზე მეტი შეფასებიდან, თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ ჩემი ფავორიტი დორამაა, მიუხედავად იმისა რომ იყო მომენტები რომლებიც ძან მომეწონა საბოლოოდ 7.5 ქულა დავუწერე. 10. Twenty Again ცუდი დორამა არაა, მაგრამ მთავარი გმირის შემსრულებლის ჩხვე ჯი უს ( Choi Ji Woo ) თამაში, მომენტებში ნერვებს მიშლიდა, ამიტომაც დაიკავა ამ დორამამ ჩემ სიაში ბოლო ადგილი. დორამაში გავიცნობთ 38 წლის დიასახლისს ჰა ნო რას, რომლის ოცნებაც იყო გამხდაიყო მოცეკვავე, მაგრამ სკოლის დამთავრებისთანავე დაოჯახდა და მის ოცნებაზე უარის თქმა მოუწია, თუმცა წლების შემდეგ ის იკრებს გამბედაობას და გადაწყვეტს მოეწყოს უნივერსიტეტში, რასაც არ იწონებენ მისი მეუღლე, რომელიც პროფესორია უნივერსიტეტში და შვილი, რომელიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია. თუ გაინტერესებთ როგორ მოერგება ის სტუდენტურ ცხოვრებას და დაუმეგობრდება შვილის ტოლა სტუდენტებს და ამასთან შეგიძლიათ აიტანოთ მისი ბავშვური ქცევები, მაშინ უყურეთ, კარგად გაერთობით. გაგვიზიარეთ კომენტარებში, თქვენ რომელი დორამები გაქვთ ნანახი ამ თემატიკაზე და რა აზრის ხართ მათზე. ასევე დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომელ თემაზე გინდათ, რომ შეავდგინო შემდეგი ტოპ ათეული: დროში მოგზაურობა სუპერ ძალების მქონე მთავარი გმირი სკოლა

კომენტარები (0)

აქ ჯერ არაა კომენტარები

შესვლა / რეგისტრაცია

უახლესი წევრები

წევრთა რეიტინგი

2
Tatia
608 ქულა
3
lana shengelia
315 ქულა
4
Nini Labadze
291 ქულა
5
qeti suliashvili
241 ქულა
რეიტინგის ნახვა
Wallpapers - კორეელი ვარსკვლავების მაღალი ხარისხის სურათბის კატალოგი
1 ხმა
Audio - ალბომებად დალაგებული მაღალი ხარისხის მუსიკის ონლაინ მოსმენის საშუალება
0 ხმა
Audio - ალბომებად დალაგებული მაღალი ხარისხის მუსიკის გადმოწერის საშუალება
0 ხმა
TV-show - ტვ-შოუების განყოფილება ფილმების და სერიალების მსგავსად.
1 ხმა
Soundtracks - ფილმებში და სერიალებში დაემატოს საუნდტრეკების ვიდეოები.
0 ხმა
Soundtracks - ფილმებში და სერიალებში დაემატოს საუნდტრეკების ვიდეოები.
0 ხმა