Apink-ის ნამჯუს შეილება მოუწიოს Law of the jungle-ს დატოვება

17 აგვისტოს "Law of the Jungle"-ს მორიგი ეპიზოდის გადაღებისას Apink-ის ნამჯუმ და შოუს სხვა წევრებმა ტივი ააგეს და ოკეანეში წარმატებით გაცურეს, თუმცა დავალების შესრულების შემდეგ ნამჯუმ აღნიშნა რომ კისრის არეში ტკივილები აწუხებდა, რის გამოც მოგვიანებთ ის ადგილობრივ საავადმყოფოში განათავსეს.
ინტერვიუში ნამჯუმ განაცხადა, რომ მას წინა ღამითაც აწუხებდა ტკივილები, რის გამოც ნორმალურად ვერ გამოიძინა თუმცა, რადგან შოუს სხვა წევრებიც დაღლილები იყვნენ არ ჩათვალა საჭიროდ გაეცხადებინა მისი ტკივილის შესახებ სანამ დავალებას არ შეასრულებდნენ.
შოუს ექიმმა უთხრა, რომ რადგან მას უკვე გადატანილი ქონდა კისრის მალის დისკის თიაქარი, შესაძლოა მან ვერ გააგრძელოს შოუში მონაწილეობა და სასურველი იყო ადგილობრივ ჰოსპიტალში მისის გადაყვანა.
კომენტარები (1)