დორამა რომლის ყურებაც განმეორებით არ დამეზარება. სიუჯეტიც და სამსახიობო შესრულებაც უმაღლეს დონეზეა, ამას ემატება იდეალურად შეხამებული საუნდტრეკები. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ფავორიტი დორამების სიაში პირველი ადგილი უკავია ამ დორამას.
ცუდი სერიალი არაა, სიუჯეტიც ნორმალურია, კარგი მსახიობებიც თამაშობენ, მაგრამ მთავარი გმირის შემსრულებელი იუ ჯი ტეს თამაშმა მომიშალა ნერვები, კია გამოცდილი მსახიობი მაგრამ ამ სერიალში აშკარად არ გამოსდიოდა. ნამეტანი გადამეტებულად თამაშობდა ტრაგიკულ გმირს.