Joon Ho Bong

კორეული სახელი: 준호봉
ქართული სახელი: ჯუნ ჰო ბონგ
დაბადების თარიღი: 13 სექ 1969 , 50 წლის
ეროვნება: სამხრეთ კორეელი
სქესი: მამრობითი
Joon Ho Bong
ძალიან ცოტა რეჟისორია კორეაში რომელმაც ესე მოკლე დროში მოახერხა გავლენისა და პოპულარობის მოპოვება. ბონგმა თავისი პირველი ნამუშევრით შეძლო აღიარება და პოპულარობა მოეპოვებინა, მეორე ნამუშევრით კიდევ უფრო გაამყარა თავისი სტატუსი და დამკვიდრდა როგორც ერთ–ერთი ნიჭიერი რეჟისორი, მესამე სერიოზული ნამუშევრით ყოველგვარი რეკორდი მოხსნა და კორეულ კინოინდუსტრიაში ერთ–ერთ მთავარ ფიგურად იქცა. რეჟისორობაზე ჯერ კიდევ სკოლაში ოცნებობდა. სოციოლოგიას სწავლობდა და კინომოყვარულთა კლუბის აქტიური წევრი იყო . 90– იან წლებში კორეის კინოაკადემიის უნივერსიტეტის ორწლიან პროგრამაში მიიღეს სადაც რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, მათგან ორი Memory in the Frame და Incoherence ვანკუვერსა და ჰონკონგში საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენეს. ბონგი აქტიურად მუშაობდა მეგობრების პროექტებზეც მაგალითად მეგობართან ასევე ცნობილ რეჟისორთან Jang Jun-hwan –თან ერთად. სწავლის დასრულების შემდგომი ხუთი წელი სხვადასხვა ცნობილ რეჟისორებთან ერთად მუშაობას დაუთმო. 2000 წელს გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი Barking Dogs Never Bite. ფილმი ნაწილობრივ კომედიაა ნაწილობრივ დაუნდობელი სოციალური სატირა. მეორე ფილმი კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა სოციალური დრამა : Memories of Murder (2003) ფილმის სიუჟეტად გამოყენებულია რეალური გაუხსნელი საქმეები სერიულ მკვლელზე რომელიც 80–იან წლებში რეალურად არსებობდა კორეაში. პროექტით თავდაპირველად პარკი იყო დაინტერესებული ხოლო ბონგი იაპონური მანგის ოლდბოის ეკრანიზაციაზე ფიქრობდა მაგრამ საბოლოოდ პირიქით გამოვიდა. ფილმი კინოკრიტიკოსთა განსაკუთრებული ინტერესის საგანი და სენსაცია გახდა ხოლო სოციალური დრამა ფაქტიურად ცალკე ჟანრად იქცა. ფილმმა რეჟისორს საერთაშორისო აღიარება და მრავალი ჯილდო მოუტანა მათ შორის: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისორი... მეორე ფილმის შემდეგ ბონგი კვლავ მოკლემეტრაჟიან ფილმებს მიუბრუნდა და Influenza და Sink and Rise გადაიღო, 2006 წელს კი კიდევ ერთი ახალი ფილმით The Host დაბრუნდა სრულმეტრაჟიან კინოში , რომელიც ერთერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ნამუშევარია. ფილმი მონსტრზეა რომელიც მიდინარე ჰანში ბინადრობს და ქალაქის მოსახლეობას ესხმის თავს. ფილმი პოპულარული და განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო მანამდეც სანამ გადაღებები დაიწყებოდა. გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი პოპულარობა და აღიარება მოუტანა რეჟისორს სხვადასხვა კინოფესტივალზე. აღსანიშნავია ასევე მისი მონაწილეობა პროექტში Tokyo! ანთოლოგია სადაც შევიდა სამი რეჟისორის Michel Gondry–ს , Leos Carax–სა და Bong Joon-ho–ს სამი ნოველა ტოკიოზე. ბონგს ეკუთვნის მესამე ნაწილი Shaking Tokyo– გარე სამყაროსგან მოწყვეტილ ახალგაზრდა მამაკაცის ისტორია. ფილმი უჩვენეს კანის კინოფესტივალზე. ერთი წლის შემდეგ მორიგი "ბომბა დრამა" Madeo (Mother) გადაიღო , დედისა და გონებრივად ჩამორჩენილი შვილის ისტორია რომელიც სკოლის მოსწავლე გოგონას სასტიკ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 2012 წელს ძალები ჰოლივუდშიც მოსინჯა და ფრანგული კომიქსის მიხედვით Snowpiercer გადაიღო სადაც ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობებთან ერთად მისი საყვარელი მსახიობი სონგ კანგ ჰოც ათამაშა ერთ-ერთ მთავარ როლში. ბონგი ცნობილია როგორც რეჟისორი რომელსაც არ უყვარს ჩაციკვლა რაიმე კონკრეტულ ჟანრზე და არ ერიდება საკუთარი ძალების მოსინჯვას სხავასხვა ჟანრში. კორეულ კინოინდუსტრიაში ბონგს მოხსენიებენ როგორც "Bong Tae-il" რაც დეტალიზაციასთან, დეტალურთან ასოცირდება.

კომენტარები (0)

აქ ჯერ არაა კომენტარები

შესვლა / რეგისტრაცია

გაფილტრე რეჟისორები

უახლესი წევრები

წევრთა რეიტინგი

2
Tatia
608 ქულა
3
lana shengelia
315 ქულა
4
Nini Labadze
291 ქულა
5
qeti suliashvili
241 ქულა
რეიტინგის ნახვა
Wallpapers - კორეელი ვარსკვლავების მაღალი ხარისხის სურათბის კატალოგი
1 ხმა
Audio - ალბომებად დალაგებული მაღალი ხარისხის მუსიკის ონლაინ მოსმენის საშუალება
0 ხმა
Audio - ალბომებად დალაგებული მაღალი ხარისხის მუსიკის გადმოწერის საშუალება
0 ხმა
TV-show - ტვ-შოუების განყოფილება ფილმების და სერიალების მსგავსად.
1 ხმა
Soundtracks - ფილმებში და სერიალებში დაემატოს საუნდტრეკების ვიდეოები.
0 ხმა
Soundtracks - ფილმებში და სერიალებში დაემატოს საუნდტრეკების ვიდეოები.
0 ხმა