Lee Min Ho

კორეული სახელი: 이민호
ქართული სახელი: ლი მინ ჰო
დაბადების თარიღი: 21 ივნ 1987 , 32 წლის
ეროვნება: სამხრეთ კორეელი
სქესი: მამრობითი
Lee Min Ho
ლი მინ ჰო ახალი თაობის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია. რამოდენიმე მხატვრულ ფილმში შესრულებული როლის მიუხედავად ძირითადად სატელევიზიო დრამებში შესრულებული როლებით გახდა პოპულარული.

მინ ჰო ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ოცნებობდა მაგრამ მსახიობობა არჩია. ფეხბურთის გულშემატკივრად დღემდე რჩება და საყვარელი ფეხბურთელიც ჰყავს Cristiano Ronaldo.
დებიუტი 2004 წელს სატელევიზიო სიტკომში Nonstop 5–ში შედგა რასაც რამოდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი მაგრამ დამწყები მსახიობისთვის სასარგებლო როლი მოჰყვა რამოდენიმე სატელევიზიო დრამაში. შემდეგ ბავშვობის მეგობართან Jung Il Woo–სთან ერთად ავტოავარიაში მოხვდა და ძალიან დაშავდა რის გამოც გარკვეული პერიოდი პაუზა ჰქონდა. მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ გააგრძელა მუშაობა და მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე დრამასა და მხატვრულ ფილმში : Secret Campus (2006) Mackerel Run (2007) I Am Sam (2007) Get Up (2008) Public Enemy Returns (2008) Our School E.T (2008) სწორედ ამ ორი სატელევიზიო პროექტის შემდეგ დაინტერესდნენ მისით, და წარმატებამაც არ დააყოვნა როდესაც იაპონური მანგის ეკრანიზაცია Boys Over Flowers (2009) მიიღო მონაწილეობა, ეს როლი მისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
სერიალში შესრულებული F4–ს ლიდერის Gu Jun Pyo–ს როლმა მინ ჰოს პოპულარობასთან ერთად KBS Drama Awards–ის მთავარი ჯილდო საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის და საუკეთესო წყვილისთვის მთავარი ჯილდო მოუტანა. ასევე გადაეცა პრიზი როგორც საუკეთესო დამწყებ მსახიობს და წლის აღმოჩენას.
მომდევნო წელს Son Ye Jin თან ერთად შეასრულა მტავარი როლი სატელევიზიო დრამაში Personal Preference რომლისთვისას MBC Drama Awards მთავარი ჯილდო და Mnet 20's Choice Awards– ის პრიზი დაიმსახურა როგორც წლის ყველაზე "ჰოთ" მამაკაცი მსახიობი.

კიდევ ერთი დიდი წარმატება მოტანა 2011 წელს City Hunter–ში შესრულებულმა მტავარმა როლმა. სერიალში შესრულებული როლისთვის კორეის დრამის ფესტივალის ჯილდო გადაეცა როგორც საუკეთესო მსახიობს , ასევე SBS Drama Awards– ის მთავარი პრიზები სხვადასხვა ნომინაციებში.
2012 წელს კი სატელევიზიო დრამაზე Faith. მიიღო მონაწილეობა, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა, გაიმარჯვა სხვადასხვა ნომინაციებში.
მან ასევე გამოუშვა თავისი პირველი ალბომი 2013 წელს მარტში.და წავიდა გულშემატკივართა შესახვედრ ტურზე აზიის ქალაქებში

2013 წელს მან მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთ დრამაში The Heirs, ხოლო როდესაც კითხეს მას თუ რატომ დათანხმდა სკოლის მოსწავლის როლს 4 წლის მერე მან ასეთი პასუხი გასცა: მე მსურდა დავბრუნებულიყავი უკან როდესაც ვიყავი 20 ის და მეთამაშა სკოლის მოსწავლის როლი უკეთ ვიდრე მაშინ ვითამაშე,

ეს პროექტი მინჰოსთვის აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული, გაიმარჯვა ყველა წარდგენილ ნომინაციაში (გარდა ერთისა) და საქვეყნო აღიარებაც მოიპოვა
სულ ახლახან მინჰომ დაამთავრა ფილმ Gangnam Blues მუშაობა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ფილმი ეხება 1970 წელს, უძრავი ქონების განვითარების ბუმის ტალღას.
მსახიობს სურს უფრო სერიოზული როლებით წარსდგეს მაყურებლის წინაშე, სადაც მისი ხასიათი უკეთ იკვეთება 2011 წელს მინჰოსა და პაკ მინ იონგის რომანის შესახებ ალაპარაკდა ყველა. წყვილმა აღიარა მათი ურთიერთობა თუმცა ერთი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. 2015 წლის მარტში კი ცნობილი გახდა მისი და ასევე მსახიობისა და მომღერლის Bae Suzy-ს რომანის შესახებ. წყვილმა მათი ურთიერთობა დაადასტურა.

კომენტარები (0)

აქ ჯერ არაა კომენტარები

შესვლა / რეგისტრაცია

გაფილტრე მსახიობები

უახლესი წევრები

წევრთა რეიტინგი

2
Tatia
608 ქულა
3
lana shengelia
315 ქულა
4
Nini Labadze
291 ქულა
5
qeti suliashvili
241 ქულა
რეიტინგის ნახვა
Wallpapers - კორეელი ვარსკვლავების მაღალი ხარისხის სურათბის კატალოგი
1 ხმა
Audio - ალბომებად დალაგებული მაღალი ხარისხის მუსიკის ონლაინ მოსმენის საშუალება
0 ხმა
Audio - ალბომებად დალაგებული მაღალი ხარისხის მუსიკის გადმოწერის საშუალება
0 ხმა
TV-show - ტვ-შოუების განყოფილება ფილმების და სერიალების მსგავსად.
1 ხმა
Soundtracks - ფილმებში და სერიალებში დაემატოს საუნდტრეკების ვიდეოები.
0 ხმა
Soundtracks - ფილმებში და სერიალებში დაემატოს საუნდტრეკების ვიდეოები.
0 ხმა